|
2019-03-20 21:00:05, 3348 ნახვა
სამხედრო
პედრო სერანომ „არმიჰოლში“ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია გამართა
საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო იმყოფება. დღეს ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მინისტრმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. არმიჰოლში შეკრებილ თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს პედრო სერანო თავდაცვის მინისტრმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ქვეყნაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და სხვა მიმართულებებთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ევროკავშირი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პედრო სერანომ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ გამართა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. მისი განცხადებით, კონვენციურ საფრთხეებთან ერთად ევროკავშირი ჰიბრიდული გამოწვევების დაძლევასაც დიდ მნიშვენლობას ანიჭებს. სერანომ ყურადღება გაამახვილა კიბერსაფრთხეებზე და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში. ლექციის თემა ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობის მექანიზმებსაც შეეხო. პედრო სერანოს განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში. პედრო სერანოს ლექციას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღესვე, ლექციის წაკითხვამდე პედრო სერანომ და თავდაცვის მინისტრმა არმიჰოლში ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრმოლობის მნიშვნელობაზე ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
(NS)
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)