02:45 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 18:54:12, 2141 ნახვა

კომენტარი
„გვქონდა დრო, ქართული ფული შემოვიდა და „გოციკოები“ დაარქვეს“ - წულუკიანი გოცირიძეს პასუხობს

 „ალბათ უბრალოდ ჩემი დაცინვა გინდოდათ და მე დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე  ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს.

მინისტრი გოცირიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროსთვის სახელად „თეას“ დარქმევაზე უნდა იმსჯელოს.

„არ ვიცი რატომ უნდა მოვიხადო ბოდიში თქვენს მაგივრად, მაგრამ თქვენ ოპოზიცია ხართ, მე ხელისუფლება და ალბათ ეს არ იყო ყაზახი ხალხის დაცინვა, უბრალოდ ჩემი დაცინვა გინდოდათ და მე დამცინეთ, მაგრამ საერთაშორისო დონეზე  ნუ დასცინებთ ჩვენს მეგობარ ხალხებს. რომ იცოდეთ როგორ პატივს გცემთ, ამას არ გააკეთებდით, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ბატონმა რომანმა გაიქილიკა, ხომ არ მივბაძოთ ყაზახეთსო და ნურსულთანი რომ დაარქვეს ასტანას [უკვე ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პატივსაცემად], იუსტიციის სამინისტროს დავარქვათ თეაო. მე არ ვიცი რა პასუხი უნდა გაგცეთ, მგონი არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ გააკეთეთ, არ არის პრობლემა. უბრალოდ ამან ცოტა სხვა რაღაც მაფიქრებინა, ჩვენ გვქონდა წარსულში დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და „გოციკოები“ დაარქვეს, არ ვიცი რამდენად კარგი აზრია“, - მიმართა თეა წულუკიანმა რომან გოცირიძეს.   

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics