14:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 12:02:50, 389 ნახვა

საზოგადოება
სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა დაიწყო

თბილისის მერიის ინიციატივით სტიქიის შედეგად დაზარალებული 110 ოჯახისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის დეტალური აღწერა დაიწყო.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღწერის პროცესში ჩართულები არიან თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო, ვაკის რაიონის  გამგეობა, ეკონომიკისა და დევნილთა სამინისტროები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.

„ერთობლივად იქნა შემუშავებული დაზარალებული ოჯახების აღრიცხვის ფორმა, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახის შემადგენლობა, მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი და საჭიროებები.

ამ მონაცემთა ბაზის ანალიზი მისცემს საშუალებას მთავრობას,  განსაზღვროს ზარალის ოდენობა, რომელიც მოსახლეობამ მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილებაც ამ მონაცემებზე დაყრდნობით იქნება მიღებული.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს აქვს შემუშავებული ოჯახების აღწერის მეთოდოლოგია და სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების აღწერა.

პროცესი სვანიძის ქუჩის დაზარალებული მოსახლეობის აღწერით დაიწყო და გაგრძელდება ვიდრე ყველა ოჯახი არ გაივლისამპროცედურებს“,-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics