|
2019-03-20 16:24:52, 1020 ნახვა
საზოგადოება
წულუკიანი: ჩვენ შევძელით, რომ უსინათლო და მცირემხედველმა პირებმა დამოუკიდებლად მიიღონ სერვისები
„მეამაყება, რომ ჩვენი სამინისტროს 20-მა თანამშრომელმა შეისწავლა ჟესტური ენა და ჩვენ, ეტაპობრივად უკვე ვიწყებთ, იუსტიციის სამინისტროს სერვისების ჟესტურ ენაზე გაცემას“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრომ შეძლო უსინათლო პირებს, სანოტარო მომსახურების, თუ საჯარო რეესტრის სერვისების მიღებისათვის მუდმივად არ სჭირდებოდეთ თანმხლები პირი. „ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბატონ რატისთან ერთად, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან ის ადამიანები, მათ შორის მეც, ვისაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ხშირად გამოვირჩევით სიბეცით, მე არ მომერიდება ამ სიტყვის და არ გვესმის ის, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის პრობლემა. ვაღიარებ, რომ სწორედ მასთან თანამშრომლობით, ბევრი რამ შეძლებისდაგვარად გავითავისე, გავიგე. ჩვენ შევძელით, რომ იუსტიციის მინისტრის რამდენიმე ბრძანებაში შეგვეტანა ცვლილება იმისათვის, რომ უსინათლო პირებს, სანოტარო მომსახურების, თუ საჯარო რეესტრის სერვისების მიღებისათვის მუდმივად არ სჭირდებოდეთ თანმხლები პირი და მიუხედავად იმისა, არიან უსინათლოები, თუ მცირემხედველნი, მათ შეძლონ დამოუკიდებლად ამ სერვისების მიღება. ცვლილებები პირველ თებერვალს შევიდა ძალაში და ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ სერვისის ხარისხის მონიტორინგს. ჩვენ აბსოლუტურად მოვარგეთ ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, ესეც ვფიქრობ, რომ არის საამაყო. თბილისის დიდ იუსტიციის სახლთან, რომელიც ლენტის გაჭრის ფორმით გაიხსნა 2012 წლის არჩენვებამდე, მხოლოდ 2015 წელს მოეწყო პანდუსი, მანამდე კი მიუვალი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და შესაბამისად, სერვისები ხელმიუწვდომელი. დღეს ჩვენი ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღონ ეს სერვისები“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. იუსტიციის სახლი − მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა − სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია სსიპ „იუსტიციის სახლის" მომსახურების ხარისხის სტანდარტში და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის. პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის" გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი ამოქმედდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში. · გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა (ჯამში, 750) თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით. შემუშავებული ტრენინგმოდული იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი გახდა, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს; · სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები. ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს; შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა; · ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა. ისინი ყრუ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან, რამაც სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურება ჟესტურ ენაზე 200-მდე მომხმარებელმა მიიღო. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლი ადაპტირდა უსინათლო და მცირემხედველი პირების დამოუკიდებლად გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით: დაიგო ტაქტილური ბილიკები მომსახურების დარბაზსა და შემოსასვლელ ტერიტორიაზე, შეიქმნა სანავიგაციო ტაქტილური რუკა, მიმართულების მანიშნებელი სადგამები და ოთახის დასახელებები ბრაილის წარწერით, დაიდგა სპეციალური მაგიდები საკონსულტაციო სივრცეში, განთავსდა მანიშნებლები შენობაში არსებულ კიბეებსა და მინებზე. დოკუმენტის წაკითხვა იუსტიციის სახლში მოსულ უსინათლო და მცირემხედველ პირს ბრაილის პრინტერის გამოყენებით შეუძლია. ადაპტირდა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდი უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ხმოვანი, ზრდადი და კონტრასტული ფუნქციების დამატებით. იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში განთავსებულია ეტლები და მოწყობილია პანდუსები, საპირფარეშოები, შენობის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირების თავისუფლად გადაადგილებისთვის.
(NS)
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)