11:22 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 16:14:15, 1011 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ტრენინგი გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ტრენინგი, სახელწოდებით „გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება საქართველოს ქალაქებში ველოსიპედით გადაადგილების გასაუმჯობესებლად“ გახსნა. 

ნინო თანდილაშვილმა კლიმატის ცვლილების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის ფორმირებაში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების როლზე გაამახვილა ყურადღება. 

„ველოინფრასტრუქტურის ქსელის განვითარება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს მცირე ზომის ურბანულ ქალაქებშიც მნიშვნელოვანია, რადგან ავტოტრანსპორტის მიერ ჰაერის დაბინძურების თემა რეგიონებშიც მწვავედ დგას. კლიმატის ცვლილების პოლიტიკის განმახორციელებელი ღონისძიების დაგეგმვისას კი, ჩვენი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინება აუცილებელია. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის დამკვიდრება გარემოს უფრო უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე გერმანელმა ექსპერტებმა საქართველოს ქალაქებში ველოინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. 

ტრენინგი იმართება გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ინტეგრირებული კლიმატის ცვლილების პოლიტიკა“ ფარგლებში. 

ტრენინგი სამდღიანია და სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“  იმართება. ტრენინგს GIZ-ის ოფისის ხელმძღვანელი კარლ ფ. ტესტენსენი, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების (UNDP-ის წარმომადგენლობა) ხელმძღვანელი ნინო ანთაძე, UNDP-ის საქართველოს წარმომადგენელი ლაშა ნაკაშიძე, ქალაქ თბილისის მერიისა და თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლები ესწრებიან.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics