|
2019-03-20 13:19:25, 2040 ნახვა
რეგიონი
ოკაცეს კანიონი გაიხსნა
ოკაცეს კანიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ვიზიტორებს კანიონის დათვალიერება დღეიდან შეუძლიათ. განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. მსოფლიოში არსებული ტრენდის შესაბამისად, კანიონზე შეიცვალა კიდული ბილიკის და გადასახედი პლატფორმის საფარი. დაიგო ლითონის გამჭვირვალე იატაკი, რომელიც ბილიკს მეტად ექსტრემალურს გახდის. ასევე, გვერდითი დამცავი ბაგირები შეიცვალა უჟანგავი ბაგირებით. შედეგად, კანიონში მოგზაურობა მეტად უსაფრთხო გახდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე მისასვლელ ბილიკზე არსებულ 13 ხიდს - ხის კონსტრუქცია შეიცვალა მეტალის კონსტრუქციით. სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცული ტერიტორიების სააგენტოს საკუთარი შემოსავლების და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მასზე 120 328 ლარი დაიხარჯა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)