18:45 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 14:56:58, 1575 ნახვა

ეკონომიკა
„ავერსსა“ და „თბილისის საკრებულოს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია „ავერსსა“ და ,,თბილისის საკრებულოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმის თანახმად,  „ავერსი“  იღებს ვალდებულებას, რომ თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც რაიონულ გამგეობებს მედიკამენტების დახმარებით მიმართავენ კვირის ნებისმიერ დღეს, ავერსის სააფთიაქო ქსელი  მედიკამენტებს შესთავაზებს ფასდაკლების დღეებში არსებული ფასით.

აღსანიშნავია, ის, რომ  თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისია  მოქალაქეებისთვის აღნიშნული შეღავათების დაწესების თხოვნით მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიასთან აწარმოებდა და პირველი  იყო კომპანია ავერსი, რომელიც გამოეხმაურა ამ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პროექტს და გამოთქვა მზაობა.

 „ავერსსა“  და ,,თბილისის საკრებულოს“  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის  თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძემ; თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე; შპს ,,ავერსი–ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრო.

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics