2019-03-18 19:17:28, 1285 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო კიდევ ერთმა წევრმა დატოვა
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელმა წევრმა, ერიკ რაჯენდრამ დატოვა.
„თიბისი ბანკის“ ჯგუფის განცხადების თანახმად, ერიკ რაჯენდრამ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭო შეშფოთებულია, რომ ერიკ რაჯენდრა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას. მას ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს „თიბისი ბანკთან“ და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკთან“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, ეროვნული ბანკის მოთხოვნის საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარაძემ დატოვა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან