2015-06-21 16:21:46, 497 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ ჩატარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქის ინიციატივას ეხმაურება და „ყოველთა ქართველთა კონგრესის“ ჩატარებას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"მივესალმები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივას “ყოველთა ქართველთა კონგრესის” ჩატარებასთან დაკავშირებით.
ეს არის შესანიშნავი იდეა, რომლის განხორციელებაც საშუალებას მოგვცმეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართველთა ყველანაირი რესურსის გაერთიანება და კონსოლიდაცია მოვახდინოთ.
გამოვთქვამ სრულ მზადყოფნას, მაქსიმალურდ შევუწყო ხელი კონგრესის ჩატარებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი კონსოლიდაცია ხელს შეუწყობს ქართველი ერის გაერთიანებას და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას,"-ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან