|
2019-03-18 13:16:08, 1840 ნახვა
რეგიონი
რიჟვაძე: სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აჭარასა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის დინამიურად ვითარდება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს ცეზარი ფშიბილსკის და დელეგაციის სხვა წევრებს უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკვე განხორციელებული ერთობლივი პროექტები და იმსჯელეს რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით. მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მხარეების კიდევ უფრო დაახლოება და თანამშრომლობის გაძლიერება ეკონომიკის მიმართულებით. „დინამიურად ვითარდება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თუმცა, არსებული პოტენციალი უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამ მიზნით, დღეს ბათუმში კიდევ ერთი ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ბიზნეს წრეების დაახლოებას, ახალი თანამშრომლობის ინიცირებას და ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის განვითარებას"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა პირდაპირი პოლონური ინვესტიციების ზრდა. ხოლო რეგიონში პოლონური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედებს ექვსი ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ მხარეებს წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ კულტურის მიმართულებით. იწყება ახალი ერთობლივი პროექტი - „ქართულ - პოლონური ფილმების დღეები". ბოლო წლებში ფიქსირდება თანამშრომლობის დინამიური ზრდა ტურიზმის მიმართულებით. 2018 წლის მონაცემებით, პოლონეთი საქართველოს ტურისტული პარტნიორების TOP ათეულში შედის. მარტის დასაწყისში ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში წარმოდგენილი იყო აჭარის ტურისტული პოტენციალი. შეხვედრას მთავრობის წევრები და ქვემო სილეზიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)