|
2019-03-18 11:33:33, 1539 ნახვა
ეკონომიკა
ENTSO-E-სა და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდა
ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელსა (ENTSO-E) და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ გრძელვადიან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელი 36 ქვეყანაში მოქმედ 43 გადამცემი სისტემის ოპერატორს აერთიანებს და მისი მიზანია შიდა ენერგეტიკული ბაზრის ოპტიმალური და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რაც საერთო პოლიტიკისა და მიმართულებების განსაზღვრით, გადამცემი ქსელის ოპერატორებს შორის ტექნიკური თანამშრომლობითა და გრძელვადიანი ქსელის წესების შემუშავების საშუალებით ხორციელდება. 2018 წელს, ENTSO-E-მ პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს მიერ შიდა ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, განსაკუთრებით კი საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთების შესახებ ოქმის ხელმოწერას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ENTSO-E-მ სსე-ს შესთავაზა თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს არაწევრი გადამცემი სისტემის ოპერატორების ეტაპობრივ მომზადებას დამკვირვებელი წევრის სტატუსის მისაღებად. თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, განახორციელონ სსე-ს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, რომელთა ორგანიზება 2019 წლის მაისიდან, მომდევნო სამი წლის განმავლობაში იგეგმება. სსე-ს მიერ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელთან გაფორმება ქვეყნის ენერგეტიკული მდგრადობისთვის მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაძლებლობა ექნება, გააღრმაოს თანამშრომლობა ევროპის მასშტაბით მოქმედ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან. აღნიშნული კი გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს როგორც პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდას, ისე გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივასა და ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
(R)
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)