09:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-17 22:37:04, 1428 ნახვა

საზოგადოება
ხანძარი დიდ დიღომში - განახლებადი

დიდ დიღომში გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, საწყობში ხანძარია. როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო მანქანა, თუმცა დამატებით იგზავნება კიდევ რამდენიმე.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტექნოლუქსისს საწყობი იწვის და დამატებითი სახანძროები მიდიან, ძლიერი ცეცხლის გამო ცეცხლის ლოკალიზება ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

განახლებული ინფორმაცია: 23:04 საათისთვის

წინასწარი ინფორმაციით, იწვის ტექნიკის საწყობი. დამწვარია 600 კვ/მ ფართობი.

მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას. მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი. ადგილზე მუშაობს 11 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი

განახლებადი ინფორმაცია 00:01 საათზე 

ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 1 800 კვ/მ ფართობი.

მეხანძრე-მაშველების მიერ შენობიდან უვნებლად გამოყვანილია 1 ადამიანი. ადგილზე მუშაობს 23 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

განახლებადი ინფორმაცია: 00:10 საათი

ხანძრის დროს დაშავებული მამაკაცი მამაკაცი კლინიკა „ვივა მედში“ არის გადაყვანილი. მამაკაცს მოტეხილი აქვს წვივი და აქვს ინტოკსიკაცია მიღებული. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

განახლებადი ინფორმაცია 00:15 საათი

დიდ დიღომში ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა.  - „ხანძარი გაუჩნდა ერთი კერძო კომპანიის საწყობს. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს. " - განაცხადა გამგებელმა.

განახლებადი ინფორმაცია 00:25

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული საწყობიდან ლეკვები გამოიყვანეს. ოთხფეხა მეგობრების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გადაწყვეტილებით, ლეკვებს მეხანძრე-მაშველები სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში წაიყვანენ და უპატრონებენ.

 

განახლებული ინფორმაცია 10:07

დიდ დიღომში, ხანძრის შედეგად ერთი მამაკაცი დაშავდა, რომელიც მკურნალობას კლინიკა „ვივა მედის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics