09:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-16 12:20:49, 1262 ნახვა

საზოგადოება
ანტისაოკუპაციო მოძრაობის 4 წარმომადგენელი და ჟურნალისტები ხურვალეთში შეუშვეს

სოფელ ხურვალეთში ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ 4 წარმომადგენელი და ჟურნალისტები შეუშვეს.

ისინი ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილებით შევიდნენ და არსებულ ვითარებას გაეცნენ.

სოფელში ამ დროისთვის სიმშვიდეა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან.

შეგახსენებთ, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და მოსახლეობის კუთვნილ ბაღებში განთავსდნენ. ხურვალეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და  ოკუპანტების ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა არ დაადასტურა. სუს-მა ასევე ყველას მოუწოდა, პროვოკაციული განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეკიც გამოხმაურა. მან აღნიშნა, რომ ახალი ბორდერიზაციის კუთხით, მოქმედებები არ შეიმჩნეოდა და არც ინციდენტი დაფიქსირებულა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics