2015-06-21 10:29:24, 605 ნახვა
საზოგადოება
შსს–მ დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, დედას – 1969 წელს დაბადებულ ნათია ს-ს ბლაგვი საგნით ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დაჭრილი ქალბატონი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.
დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულმა სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სცადა. სამართალდამცველებმა საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან ნიკოლოზ ქ-ს უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108 მუხლი).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან