14:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-20 17:40:26, 543 ნახვა

საზოგადოება
ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ

ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ.

ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იგეგმება, რომ მოხალისეებმა დახმარება დაზარალებულ ოჯახებს გაუწიონ.

"სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე. ბევრ უბანზე დამდგარია წყალი, სტიქიის ზონაში კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშთები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები, ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით და შესაბამისი აღჭურვილობით, გუშინ რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მაღალი ტემპერატურის გამო, რამდენიმემ კი მიიღო მსუბუქი დაზიანება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, რისკების ნულამდე დაყვანის მიზნით ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები. მიმდინარეობს მოლაპარაკებები წითელ ჯვართან, რომელიც მოხალისეებს ჩართავს და გაუწევს მათ კოორდინაციას დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. ამასთან, როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, მოხალისეებმა უპრეცედენტო ჩართულობა გამოავლინეს და დიდი დახმარება გაუწიეს ქალაქს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics