|
2019-03-14 11:15:25, 3145 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა
პროექტი „მინისტრის პირისპირ“ გრძელდება. ამჯერად თავდაცვის მინისტრი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდა. ლევან იზორიამ მიწვეულ საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და „მინისტრის დირექტივები 2019“ პირადად გააცნო. უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება თავდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა. საუბარი დაგეგმილ ადგილობრივ და საერთაშორისო სწავლებებს შეეხო. თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის და სამხედრო განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობებისა და სახელფასო უზრუნველყოფის გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ. პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შეხვედრა მედიის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან უკვე გამართა. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)