08:36 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-13 22:52:34, 1210 ნახვა

საზოგადოება
აშშ: საქართველოში აივ-შიდსით დაავადებული ადამიანები სტიგმატიზირებულები და დისკრიმინირებულები არიან

საქართველოში აივ-შიდსით დაავადებული ადამიანების სტიგმატიზირებულები და დისკრიმინირებულები არიან,  - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშშია ნათქვამი.
"საქართველოში აივ-შიდსით დაავადებული ადამიანები ექცევიან სტიგმისა და დისკრიმინაციის ქვეშ. სწორედ ეს პრობლემაა მთავარი წინააღმდეგობა აივ-შიდსის პროგრამის ეფექტურად განხორციელების გზაზე. სოციალურმა სტიგმამ აიძულა ადამიანები არ ჩაეტარებიათ ტესტირება და მკურნალობა. მათ რამდენიმე სამედიცინო მომსახურებაზეც ეუბნებიან უარს, განსაკუთრებით სტომატოლოგიურ მომსახურებაზე. ადამიანები ხშირად მალავენ მათ აივ-შიდსის სტატუსს, რადგან ეშინიათ სამსახურის დაკარგვის", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტის მონაცემებით, აივ ინფექცია/შიდსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით,  საქართველოში რეგისტრირებულია 7521  აივ-ინფიცირებული პირი, 5630 – მამაკაცი, 1891 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4007 პაციენტს განუვითარდა, 1540 გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics