22:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 17:03:55, 1494 ნახვა

ეკონომიკა
ბატიაშვილი: უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება

უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არსებული მოდელი არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.

მინისტრის თქმით, დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, რაც უნდა დასრულდეს:

„უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება, სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ის მიმართულებები დაფინანსდება, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია.  სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics