|
2019-03-12 16:32:08, 1523 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტურისტულ ობიექტებში საინფორმაციო სტენდების განთავსება გრძელდება
აჭარაში არსებულ მუზეუმებში, განთავსებისა და კვების ობიექტებში, ასევე სხვა ტურისტულად აქტიურ ადგილებში სპეციალური საინფორმაციო სტენდების განთავსება გრძელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო დამატებით 20 ტურისტულ ობიექტებში საინფორმაციო სტენდების დადგმას ზაფხულამდე გეგმავს. სტენდები, რომლებზეც აჭარის რუკები, გზამკვლევები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები იქნება განთავსებული სტუმრებს რეგიონში მოგზაურობას გაუმარტივებს. ამ ეტაპზე საინფორმაციო-ტურისტული სტენდები აჭარაში არსებულ 60 ტურისტულ ობიექტშია განლაგებული, ზაფხულამდე კი მათ 20 ობიექტი დაემატება. საინფორმაციო სტენდის მიღება უფასოა და პროექტში ჩართვა ნებისმიერ დაინტერესებულ ტურისტულ ობიექტს შეუძლია. მსურველები ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს უნდა დაუკავშირდნენ ნომერზე +995 422 29 44 22 / 577 90 90 93 ან მოთხოვნა გაგზავნონ მაილზე agency@gobatumi.com. სტენდებზე საინფორმაციო მასალის უფასოდ მიწოდებას და პერიოდულად მომარაგებას ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს. „ჩვენ ეს პროექტი 2017 წელს დავიწყეთ და დღემდე აჭარაში არსებულ 60 ტურისტულ ობიექტში სტუმარს საშუალება აქვს რეგიონის შესახებ ძირითადი ინფორმაცია ობიექტშივე, ჩვენი საინფორმაციო მასალების დახმარებით მიიღოს. ეს ეხმარება მათ ადგილზევე გაეცნონ რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს და მარტივად დაგეგმონ აჭარაში მოგზაურობა, გართობა თუ უბრალოდ ქალაქში გასეირნება. ბუნებრივია, დამატებითი ინფორმაციისთვის სტუმრებს შეუძლიათ საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრებს მიმართონ, სადაც ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რაც რეგიონში მოგზაურობას, ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებს უკავშირდება რეგიონის სტუმრებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
(NS)
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)