07:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 16:24:42, 955 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 29%-ით გაიზარდა

საქსტატმა 2018 წლის IV კვარტლისა და 2018 წლის წლიური წინასწარი მონაცემები პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ გამოაქვეყნა.

წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის IVკვარტალში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.9 მლნ აშშ დოლარით (62.4%) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წელი მზარდია - 2016 წელს 8.4 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2017 წელს 12.4 მლნ აშშ დოლარი. რაც შეეხება, 2018 წლის წლიურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, 15.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 3.6 მლნ აშშ დოლარით (28.7%) აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.

2018 წლის დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics