00:05 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-12 08:45:20, 956 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი- ვისურვებდი, თეა წულუკიანი კიდევ დიდხანს დარჩეს იუსტიციის მინისტრად

„ვისურვებდი, ქალბატონი თეა კიდევ დიდხანს დარჩეს იუსტიციის მინისტრად, მისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. ის ჩვენი გუნდის ღირებული და მნიშვნელოვანი წევრია,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა პირველი არხის თოქშოუში „კვირის ინტერვიუ“.

მისი თქმით, საკითხი ასე არ დგას დღის წესრიგში, რომ თეა წულუკიანი მთავრობიდან წავიდეს.

„დღეს თეამ დაადასტურა, რომ არანაირი განცხადება დაწერილი არ აქვს, რაზეც ადრე იყო საუბარი და მისი წასვლის პროცესიც კი არ არის დაწყებული. მან ისაუბრა იმაზე, რომ არის კონკრეტული საკითხი, რაზეც მიმდინარეობს მსჯელობა, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი კონკრეტულად რას გულისხმობდა“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.

NS





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics