07:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 17:42:07, 1246 ნახვა

საზოგადოება
თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, თბილისი-ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა.

დასრულებულ პროექტს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, რეაბილიტაციამდე აღნიშნულ მონაკვეთზე გრუნტის გზა არსებობდა და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

„ნაფეტვრების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავასრულეთ. პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდა გზის საფარი, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გზა აქ, ფაქტობრივად, არ არსებობდა. გზის მეორე ნაწილი მცხეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, სადაც სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. გარდა ამისა, მოსახლეობის თხოვნა იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები დაგვემონტაჟებინა. ჩვენ, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას და უახლოეს მომავალში ეს გზა მთლიანად განათებული და მოწესრიგებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, მოეწყო კიუვეტები, წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები, რათა ასფალტის საფარზე წყალი არ დაგროვდეს. გზის საფუძვლის მოწყობის შემდეგ, ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე 14 000 კვ. მ ასფალტის საფარი დაიგო.

სამუშაოები, რომლის განხორციელებაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 780 032 ლარი დაიხარჯა, კომპანია „ჯი არ ჯიმ“ აწარმოა.

თბილისი-ნაფეტვრების რეაბილიტირებული გზა კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბირბიჩაძემ დაათვალიერეს. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics