06:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 10:51:50, 1257 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: ქუჩები, რომელთა მოასფალტება ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მოვაწესრიგოთ, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქუჩები, რომელთა მოასფალტება, გარკვეული მიზეზების გამო, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, ისეთ დონეზე მაინც უნდა მოწესრიგდეს, რომ მოქალაქეებმა გადაადგილება შეძლონ,-  ამის შესახებ კალაძემ ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას ერთ-ერთი მოქალაქის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლდანის რაიონში, გიორგი ბაბილოძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვდა.

გლდანის რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განმარტებით, აღნიშნულ ქუჩაზე ამ ეტაპზე წყალარინების სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, ასფალტის საფარის დაგება კი მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

„სადაც გვაქვს ისეთი ქუჩები, რომ ვერ ვახერხებთ მოასფალტებას გარკვეული პრობლემების გამო, რომ მაგალითად, GWP  ვერ შედის და ყველაფერს ერთად ვერ წვდება, ასეთ ქუჩები მოვაწესრიგოთ ისე, რომ ადამიანებს ელემენტარულად გადაადგილება შეეძლოთ. არ ვგულისხმობ, რომ აუცილებელია მოასფალტება, რადგან ხვალ-ზეგ, შესაძლოა, ისევ გადათხრა მოგვიწიოს, მაგრამ ისეთ დონეზე მივიყვანოთ და ისე მოვაწესრიგოთ, რომ ადამიანებს ტალახიან გზაზე აღარ უწევდეთ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ თუ  გზის მოასფალტება ამ ეტაპზე არ ხერხდება, მოიხრეშოს მაინც.

როგორც მერმა აღნიშნა, თუ გამგეობა ამ სამუშაოების ჩატარებას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს, შეუძლია, დახმარებისთვის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურს მიმართოს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics