06:03 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-08 10:50:31, 1277 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

დიდ დიღომში 10 საბავშვო მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა, მთლიანად საბურთალოს რაიონში კი 23 სკვერის გაკეთებაა დაგეგმილი.

საბურთალოს რაიონში მწვანე სივრცეების მოწყობის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძისგან ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას მოისმინა.

ვიდეოდიალოგის ფარგლებში, ერთ-ერთმა მოქალაქემ დიდ დიღომში, "იმედის კლინიკის" უკან, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩაზე სკვერის გაკეთება ითხოვა.

როგორც საბურთალოს რაიონის გამგებელმა განაცხადა, დასასვენებელი სივრცეების მოწყობა გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით დიდ დიღომში მასშტაბური პროექტების განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ერთ-ერთი პეტრიწის ქუჩის N5ა-სთან უკვე დაიწყებულია.

თავის მხრივ, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მოქალაქის თხოვნა გათვალისწინებული იქნება და აღნიშნულ ტერიტორიაზე საბავშვო-გასართობი სივრცე აუცილებლად მოეწყობა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics