|
2019-03-07 14:13:26, 1264 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს პარლამენტში უსმენენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, 2018 წელს დამტკიცდა საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა (NEAP3), რომელიც წარმოადგენს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში ქვეყნის უმთავრეს სტრატეგიულ დოკუმენტს და სამოქმედო პროგრამას. ამის შესახებ მინისტრმა, პარლამენტში პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „2018 წელი იყო პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი წელი გაერთიანებული სამინისტროსთვის. ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურა, რომელმაც უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც გაგვაჩნია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა ეფუძნება სამ ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტს: საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა III ეროვნული პროგრამა 2017-2021 წლები; საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლები; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2015-2020 წლები“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცადებით, NEAP3 ქვეყანაში არსებული გამოწვევების, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მდგრადი განვითარების მიზნებისა და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების ვალდებულებების შესაბამისად განსაზღვრავს დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ პრიორიტეტებს, მიზნებს, ამოცანებსა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას ხუთწლიანი პერიოდისთვის. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას ქვეყნისთვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018 წლის ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრაზე საქართველომ წარადგინა და კომიტეტმა დაამტკიცა ზურმუხტის 36 ტერიტორია. ამ ეტაპზე შერჩეულია 58 ზურმუხტის ტერიტორია, მათგან 39 - დამტკიცებულია ბერნის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის მიერ, 7 ტერიტორია არის კანდიდატი, ხოლო 12 - შეთავაზებული. ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2018 წლის გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩატარდა 3 საკომპენსაციო ტერიტორიის სამეცნიერო კვლევა. ზურმუხტის ტერიტორიების დამტკიცების შემდგომ კი, 6 წლის ვადაში მომზადდება მართვის გეგმები. მინისტრმა ასევე ისაუბრა სამინისტროს ფარგლებში „ველური ბუნების მართვის სააგენტო“ ჩამოყალიბების მნიშვნელობის საკითხზე. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ეროვნული საშენი მეურნეობის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სსიპ „ველური ბუნების ეროვნული სააგენტო“ ძირითადი ფუნქციებია: ფლორისა და ფაუნის სახეობათა ეტაპობრივი აღრიცხვისა და შემდგომი მონიტორინგის ორგანიზება, კვლევების ორგანიზება, აღწარმოებისთვის საჭირო სამუშაო გენოფონდის შექმნა, აღწარმოებისა და ჰაბიტატების აღდგენის ორგანიზება; ნადირობისა და სპორტული თევზჭერის რეგულირება; კერძო სექტორისთვის სახეობათა გასამრავლებელი მასალისა და საკონსულტაციო მომსახურებების მიწოდება; მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა“, - აღიშნა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)