2019-03-07 12:48:41, 1550 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11 მარტამდე - სინოპტიკოსების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს, მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია ქარბუქი.
როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში 10, +15 გრადუსი იქნება.
მათი თქმით, 9-10 მარტს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +15, +20 გრადუსამდე გათბება. 11 მარტს სითბოს ფონზე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 7 მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 8 მარტის დილამდე იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, საღამოს და ღამის საათებში იწვიმებს, ხოლო 8-11 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 7-9 მარტს +12, +14 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 10-11 მარტს კი +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.
ავტორი: ,