04:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-07 12:39:32, 1672 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ განცხადებას ავრცელებს

"თიბისი ბაკი" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„თიბისი ბანკი“ საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ბანკთან დაკავშირებით განცხადებების მტკიცებით ფორმაში გაკეთებისგან.

"თიბისი ბანკის, როგორც ქვეყნის უმსხვილესი და ყველაზე წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობა ხასიათდება მაღალი პროფესიონალიზმით და თანხვედრაშია საქართველოს და  საერთაშორისო საბანკო რეგულაციებთან. თიბისი ბანკი ემსახურება 2 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 100 ათასზე მეტ იურიდიულ პირს. ბანკის მმართველობას ახორციელებს მაღალი კვალიფიკაციის
მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტი. თიბისი ბანკის აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე
და შედის პრესტიჟულ FTSE 250 კომპანიების სიაში. საზოგადოებას გვსურს შევახსენოთ, რომ მიმდინარე ეტაპზე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მიმდინარეობს გამოძიება სავარაუდო სამართალდარღვევის ფაქტზე. ამდენად, საზოგადოების მხრიდან წინასწარი შეფასების მიცემა, ფაქტების დანაშაულად კვალიფიცირება, თიბისი ბანკის მოხსენიება, ზიანს აყენებს და ლახავს ბანკის  რეპუტაციას. სადაო ტრანზაქციასთან დაკავშირებით თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით საკითხი ამოწურულია. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3593 . ბანკი თხოვს და მოუწოდებს საზოგადოების დაინტერესებულ პირებს თავი შეიკავონ მტკიცებით ფორმაში განცხადებების გაკეთებისგან, დაიცვან ეთიკურობის და ობიექტურობის მაღალი სტანდარტი", - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics