04:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-06 21:30:55, 1858 ნახვა

სამართალი
შსს-მ ბაკურიანში მომხდარი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა ბაკურიანში მომხდარი, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 1999 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ დაბა ბაკურიანში ოჯახური კონფლიქტის და ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ძმას 1989 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი მიღებული ჭრილობებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, დაბა ბაკურიანში დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ შსს-ში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics