|
2019-03-06 19:28:54, 1764 ნახვა
სამართალი
შსს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო ტექნიკა გადაეცემა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობა 2 სახანძრო მანქანას გადასცემს. საგრანტო პროექტის პრეზენტაცია და ხელმოწერის ცერემონია იაპონიის საელჩოში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა დაესწრო. იაპონიის მთავრობის „გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების“ (GGP) პროგრამის ფარგლებში შეძენილი ახალი მანქანები ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის არის განკუთვნილი. ახალი სახანძრო ტექნიკა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკის - ბორჯომ-ხარგაულის დაცული ტერიტორიების დაცვას მოემსახურება. როგორც იაპონიის საელჩოში განაცხადეს, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონსერვაციო ცხელ წერტილებში მოხვდა. ახალი, რთულ რელიეფზე გათვლილი სახანძრო მანქანები კი ცეცხლის ჩაქრობას განსაკუთრებით რთულად მისადგომ ადგილებშიც შეძლებენ, რაც საქართველოს ეროვნული პარკის დაცვაში დაეხმარება. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იაპონურ მხარეს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ტყის 2 სახანძრო ავტომობილი და მეხანძრე-მაშველთა მომზადება განკუთვნილია სამცხე- ჯავახეთის რეგიონისთვის, კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტისთვის. ეს მხარე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად რეგიონს ტყის ხანძრებთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ იაპონიის მთავრობის მიერ გაწეული დახმარება ძალზე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებაში“, - განაცხადა ლევან კაკავამ.
(NS)
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)