20:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 20:58:40, 1526 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში

"რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და სხვის, მტრების წისქვილზე დაასხა წყალი." -  ამის შესახებ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

"მტკივნეულია ეს პროცესი და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა მოვლენები, თუმცა ეს ჩვენი პარტიისთვის არ არის ტრაგედია, რადგან ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში ყველანი იხილავთ „როდესაც აყენებ მოთხოვნას, რომ იდეალური იყოს ყველაფერი, - არ იქნება იდეალური. არც ერთი მთავრობა, არც ერთი პარტია და ხელისუფლება არ იქნება იდეალური. თუ გაქვს შეკითხვა, მე ასეთი პოზიცია მაქვს, რაც ხდება პარტიაში, უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიის შიგნით განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და სხვის, მტრების წისქვილზე დაასხა წყალი. შვიდი წელი გავიდა. მინდა მივუბრუნდე სხვა ადამიანებს. ეკაზე არ მინდა ბევრი საუბარი, ჩვენი გუნდის წევრი იყო, ძალიან ერთგულად იდგა ბოლომდე გუნდის და ჩვენი ლიდერის სადარაჯოზე. ჩემთვის მტკივნეულია ეს პროცესი და გული დამწყდა, რომ ასე განვითარდა მოვლენები, თუმცა ეს ჩვენი პარტიისთვის არ არის ტრაგედია, რადგან ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში ყველანი იხილავთ“." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics