03:17 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-05 12:56:56, 1352 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროში ნარჩენების მართვის კოდექსის შემუშავების მნიშვნელობაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების საკოორდინაციო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

ხატია წილოსანმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის და ქვეყნისთვის ნარჩენების მართვის კოდექსის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ნარჩენების მართვაში უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, სადაც სახელმწიფო უწყებებთან ერთად არასამთავრობო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების საკოორდინაციო შეხვედრაზე საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემების გაუჯობესებისა და შესაბამის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ერთობლივი მოქმედებების განხორციელების პერსპექტივები განიხილეს.

„ნარჩენების მართვის სექტორში კომუნიკაციის მნიშვნელობის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელი შეხვედრის მიზანს ამავე სექტორში მიმდინარე სხვა პროექტებში კოორდინაციის გაუმჯობესება წარმოადგენს. ამით, ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ რეფორმირების პროცესს“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში, თემატური სექტორის ატაშემ ალექსანდრე დარასმა.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW), გაეროს განვითრების პროგრამა (UNDP), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics