|
2019-03-05 10:40:45, 1686 ნახვა
სამართალი
ევროსაბჭომ EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო
ევროკავშირის საბჭომ EUROJUST-სა და საქართველოს შორის შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-ი შეთანხმებას გააფორმებს. უახლოეს დღეებში დოკუმენტს საქართველოს მხრიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მოაწერენ ხელს. ევროპარლამენტში საქართველოსა და EUROJUST-ს შორის შეთანხმების გაფორმების საკითხზე კენჭისყრისას საქართველოსთან შეთანხმების გაფორმებას მხარი დაუჭირა 555-მა დეპუტატმა, 29 წინააღმდეგი იყო, ხოლო 20-მა თავი შეიკავა. „EUROJUST-თან შეთანხმება საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო სწრაფად და ეფექტურად ითანამშრომლონ დანაშაულის გამოძიებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საშუალება იქნება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. 2017 წელს, შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე EUROJUST-მა სიღრმისეულად შეისწავლა საქართველოს სამართალდაცვით სფეროში პერსონალური მონაცემების დაცულობის თავსებადობა ევროკავშირის რეგულაციებთან. მხოლოდ აღნიშნულზე დადებითი დასკვნის მიღების შემდეგ გადაწყდა შეთანხმების გაფორმების საკითხი. EUROJUST სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში. ევროკავშირის წევრი თითოეული სახელმწიფო EUROJUST-ში წარმოდგენილია მეკავშირე პროკურორით. ორგანიზაციაში მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (აშშ, ნორვეგია, შვეიცარია და აშ). შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საქართველოს, როგორც პარტნიორ სახელმწიფოს, ანალოგიური შესაძლებლობა მიეცემა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)