05:39 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 17:44:49, 1520 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე: თუ ხელისუფლებას სურს „თიბისის“ თემის ჩამორეცხვა, საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი არ შეუშალოს

„თიბისის“ საქმეზე პასუხის გამცემი ბუნებრივია, პროკურატურა ვერ იქნება, რადგანაც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა, ამიტომ ერთადერთი გზა საპარლამენტო კომისიის შექმნაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „თიბისის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დღევანდელი განცხადების შემდეგ, პირველ რიგში, აუცილებელია შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოცხადდეს.

„დღეს საჯაროდ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც იკვეთება ქვეყანაში ძალიან მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა, უკანონობა და სისხლის სამართლებრივი ქმედებები. ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა,  ასე ვერ დარჩება, ამიტომაც პირველი და სასწრაფო, რასაც მოითხოვს „ევროპული საქართველო“ პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსვლა და მისგან პასუხის გაცემა იმ უმძიმეს ბრალდებებზე, რაც მოვისმინეთ ბატონი გახარიას მისამართით. ასევე უნდა მოხდეს შესწავლა მთელი საქმე, მათ შორის, ეროვნული ბანკისა და მისი მოადგილის, მარეგულირებლის, ფინანსური მონიტორინგის როლზე იმ უკანონო ქმედებების ორკესტრირებულ ჯაჭვში, რომელსაც ადგილი ჰქონდა  „თიბისი ბანკისა“ და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ და ამ მიზნით  „ევროპული საქართველო“ პარლამენტში აყენებს საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემა. ეს არის თემა, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასა და მისი ეკონომიკის მომავალს, ამიტომ ყველა ამ კითხვას აუცილებელია გაეცეს პასუხი, პასუხის გამცემი და მომკითხავი ბუნებრივია ვერ იქნება პროკურატურა, რადგანაც თვითონაც ჩართულია ამ პროცესში და გააჩნია ნულოვანი საზოგადოებრივი ნდობა, ამიტომ ერთადერთი გზა, თუ ხელისუფლება  არის ოდნავ მაინც მართალი ამ პროცესში და მათ სურთ ამ თემის ჩამორეცხვა, ერთადერთი გზა რჩება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, ჩვენ მოვითხოვთ კომისიას, ჩვენ მოვითხოვთ პასუხებს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics