21:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 15:05:38, 1559 ნახვა

რეგიონი
გურიის რეგიონში ფერმერებთან შეხვედრები გაიმართა

პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა გურიის რეგიონის ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ფერმერებს ადგილზე კონსულტაციები გაუწიეს. სპეციალისტებმა ადგილობრივებს თხილისა და კენკროვანი კულტურების მოვლა-მოყვანის, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების და ფუტკრის მოვლა-მოშენების კუთხით მიაწოდეს ინფორმაცია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთობლივი პროექტი „მობილური ექსტენცია“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი ფერმერების მხარდაჭერა, დარგის სიახლეების გაცნობა და სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 150 სოფელში 7500-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია.

4-დან 7 მარტის ჩათვლით შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონშია დაგეგმილი, სადაც ფერმერებს კონსულტაციებს ბოსტნეული და მარცვლეული კულტურების მოვლა-მოყვანის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კუთხით  გაუწევენ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics