03:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 12:01:58, 1657 ნახვა

სამართალი
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული გ.ზ. დამნაშავედ ცნო.  

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2019 წლის 30 იანვარს, ჩხოროწყუს რაიონში, ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.ზ.-მ თავის საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს - ა.ნ.-ს ხელი რამდენჯერმე დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შედეგადაც ა.ნ. წაიქცა. აღნიშნულის შემდეგ გ.ზ.-მ ასევე ხელი დაარტყა მის არასრულწლოვან შვილს. 

"სამართალდამცველებმა გ.ზ. 2019 წლის 31 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით  (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გ.ზ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში  და განაჩენთა ერთობლიობით  სასჯელის სახედ და ზომად  6 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურტურის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics