00:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-01 09:19:56, 1240 ნახვა

საზოგადოება
ტაქსის მძღოლებზე ავტომობილების გადაღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერების გაცემა დაიწყო

ტაქსის მძღოლებზე ავტომობილების გადაღებვისა და ქიმიური წმენდის ვაუჩერების გაცემა დაიწყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მძღოლების ნაწილმა, ვისაც ლიცენზია გააჩნია და ვაუჩერი ეკუთვნის, შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღო და ეს პროცესი გაგრძელდება.

„თქვენ იცით, რომ მარტიდან იწყება ტაქსების რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი. ეს არის მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა: ერთი ვაუჩერი არის მანქანის გადაღებვის და მეორე ეს არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი. იმ ტაქსის მძღოლებს, ვისაც ლიცენზია გააჩნიათ და ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება უკვე მიუვიდათ SMS-ები და ეს პროცესი გრძელდება, რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ყველას დაეგზავნება შეტყობინებები. მათთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერის მისაღებად და ასევე ის, თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით. ასევე, ვებგვერდზე - taxi.tbilisi.gov.ge შესაძლებელი იქნება ნებისმიერი პირისთვის, შევიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია. ასე რომ, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული, მარცხენასაჭიანი, ხუთკარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც გავლილი ექნებათ ტექნიკური დათვალიერება, მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics