00:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-28 10:13:57, 1074 ნახვა

საზოგადოება
თბილისში CO-ს დაგროვების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში CO-ს დაგროვების შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „ყაზტრანსგაზ - თბილისი“ ავრცელებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გვიან ღამით „ყაზტრანსგაზ - თბილისში“ შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი.

"კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი(„ნიკალას“ ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა. ამასთან, საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვე-მრიცხველი. სახლი სავარაუდოდ, გაქირავებულია.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, რომ გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები, უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება.

განსაკუთრებულად ყურადღებით ყოფნისკენ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომლებიც ნაქირავებ, ან ნაგირავებ ბინაში ცხოვრობენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics