2019-02-27 13:51:08, 1280 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - უმრავლესობა შეიძლება კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვოს, მგონი, კვაჭანტირაძეც აპირებს
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, უმრავლესობა შესაძლოა, სოციალ-დემოკრატებიდან ფრაქციის სამმა წევრმა - გია ჟორჟოლიანმა, მერაბ წიკლაურმა და კობა ნარჩემაშვილმა დატოვოს.
ნაცვლიშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა უმრავლესობა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემაც დატოვოს.
“ვისაც გაცხადებული აქვს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მათ შეიძლება დატოვონ. რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. ეს არის გია ჟორჟოლიანი, შეიძლება ფრაქცია სოციალ-დემოკრატებიდან ფრაქციის რამდენიმე წევრმა დატოვოს უმრავლესობა. მაგალითად მირიან წიკლაური, კობა ნარჩემაშვილი. გარდა ამისა, მგონი ზვიად კვაჭანტირაძეც აპირებს უმრავლესობის დატოვებას,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ავტორი: ,