2019-02-27 13:24:08, 1228 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - კობახიძის ავტორიტეტი მაღალი არაა - შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ
შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბესელიას ვაკისრებ - პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის.
„შექმნილ ვითარებაზე, რასაკვირველია, ირაკლი კობახიძეს ვაკისრებ პასუხისმგებლობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლის ავტორიტეტი და სანდოობა მაღალი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ მარტო ჩვენთან დაკავშირებით კი არ უნდა გამოიჩინოს ასეთი პერსონალური, არაფრისმთქმელი,მკაცრი და სუბიექტური მიდგომები, არამედ პრინციპულ საკითხებზე უარის თქმა უნდა იცოდეს, როცა საქმე პარლამენტს, სასამართლოს, მოსამართლეთა სიას, კონსტიტუციურ ცვლილებებს, მოსამართლეების არჩევას და მოსამართლეთა ჯგუფის კაპრიზების დაკმაყოფილებას ეხება საქმე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
ავტორი: ,