|
2019-02-27 12:40:34, 1354 ნახვა
პოლიტიკა
ეკა ბესელია მოსამართლეების არჩევის საკითხზე კანონპროექტის წარდგენისთვის მზადაა - ექსპრესვიდეო
პარლამენტის წევრები - ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან, სასამართლო რეფორმის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრას მართავენ. როგორც ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის წარადგენს ინიციატივას, თუ როგორ უნდა მოხდეს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეების შერჩევა. "დღეს ახალ ინიციატივას წარვადგენ. ეს ინიციატივა ეხება, თუ როგორ უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და პროცედურა პარლამენტის მიერ. ეს ახალი ინიციატივა დაეფუძნა იმ კონსულტაციებს, რომელსაც ვმართავდი იანვრის თვეში, როგორც ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან და ექსპერტებთან, ასევე ადგილობრივ პროფესიულ წრეებთან, იურისტებთან და მეცნიერებთან, რომელთაც იციან სასამართლო რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევები რა არის. ამ პროექტის დღეს წარდგენით მთავარი მიზანი რაც მინდა, ჩვენ ის ადამიანები, ვინც ხელს მოვაწერთ ამ ინიციატივას და შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ, გვინდა რომ ყველას პოზიცია იყოს თანხვედრაში ამ ინიციატივით, რომ ამ პროექტს მხარს უჭერდეს, ყველა ის პარტნიორი, ყველა ის ორგანიზაცია, ყველა ის წარმომადგენელი, რომელიც ჩართულია ძალიან დიდი ხანია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში. რა არის ეს ინიციატივა? პირველი - ჩვენი პროექტი კონკურსის გამოცხადების მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს. ყველას შეეძლება მონაწილეობა, ვინც კანონით დადგენილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს არის ასაკი, პროფესიული განათლება, გამოცდილება. ამის შემდეგ მთავარი პროცესი გადმოდის პარლამენტში. ჩვენი ინიციატივის მთავარი არსია, რომ იუსტიციის საბჭოს, რომელსაც არ აქვს დღეს ნდობა, მან არ შექმნას ხელოვნური ბარიერები და არ წარმოადგინოს მხოლოდ იმ კანდიდატების სია, რამდენი ვაკანსია არსებობს და მხოლოდ ის ადამიანები, რომელიც მას სურს. ჩვენი ვერსიით დაზღვეული იქნება ეს რისკი იმით, რომ ყველა მსურველი რომელიც ამ მინიმალურ კანონის მოთხოვნას აკმაყოფილებს, პარლამენტში გადმოინაცვლებს და კომიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და შემდეგ უკვე კომიტეტი დეტალურად შეისწავლის მათ ბიოგრაფიას და იქნება ღია პროცესი. ეს არის ძირითადი არსი და ეს არის ძირითადი განსხვავება იმ ვერსიის, რასაც ახლა ირაკლი კობახიძე იუსტიციის საბჭოსთან ერთად ამზადებს. ეს ის ვერსიაა, რომელსაც თუ ის დააინცირებს, ეს არ იქნება, ის ვერსია რომელიც ეფუძნება იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენ მივიღეთ ყველა ჩვენი მხარდამჭერი პარტნიორის თუ მონაწილის მხრიდან და იმ ვერსიით სახიფათო იქნება, ვნახოთ ჯერ არ დარეგისტრირებულა, მაგრამ რაც ჩანს, სახიფათოა ის რომ მაინც დომინანტად რჩება იუსტიციის საბჭო. დღეს ვნახოთ როგორი იქნება მოსაზრებები, მე მზად ვარ ყველა შენიშვნა და ყველა შემოთავაზება გავუზიარო იმისთვის რომ ყველანი ვიქნებით ერთ პოზიციაზე", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)