17:08 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 17:16:04, 1330 ნახვა

პოლიტიკა
ქაცარავა ენმ-ს - ზალკალიანი მარტის შუა რიცხვებში საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოვა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავას თქმით, მარტის შუა რიცხვებში კომიტეტის სხდომაზე  საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გამოსვლაა დაგეგმილი.

როგორც მან ენმ-ს წევრის, სალომე სამადაშვილის ინიციატის საპასუხოდ განაცხადა, მინისტრებისგან კომიტეტებში ნებისმიერი კითხვაზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი.

„დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს იმისა, რომ მინისტრებისგან მივიღოთ ამომწურავი პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. ამისთვის ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი და საშუალება პარლამენტში, რომ უზრუნველვყოთ პროცესის გამჭვირვალობა და ღიაობა. ეს პროცესი განსაკუთრებით გააქტიურებულია ახლა, რისი მოწმეც არის ჩვენი საზოგადოება. რაც შეეხება კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცხადებულ ინიციატივას კომიტეტში მინისტების მოწვევასთან დაკავშირებით,  გასულ კვირას ქალბატონი მაია ცქიტიშვილი იმყოფებოდა პარლამენტში და 8 საათის განმავლობაში პასუხობდა დასმულ კითხვებს, რომლის დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰქონდათ ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძლებლობა, მათ შორის, ანაკლიის პროექტის შესახებ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, მარტის შუა რიცხვებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ისედაც დაგეგმილი აქვს მინისტრის მოსმენა, რომლის დროსაც ნებისმიერ მონაწილეს ექნება კითხვების დასმის და მათზე პასუხების მიღების საშუალება“, - აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics