00:30 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 16:55:09, 993 ნახვა

საზოგადოება
მიწის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოში მიწის ეროზიის საწინააღმდეგო პროექტების შემაჯამებელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა ქარსაფარი ზოლების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მან საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების კონტრიბუციასა და მაქსიმალურ ჩართულობას გაუსვა ხაზი. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დასრულდა 25 კმ-იანი ქარსაფარი ზოლების გაშენება ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში (მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისთვის).

პროექტს ჰყავდა 514 ბენეფიციარი, მათ შორის 120 ქალი-ფერმერი. დაირგო 40 000-ზე მეტი ხე-მცენარე, რომელთაგან 20 000 ნერგი ფოტოდეგრადირებადი  პლასტიკური ტუბით არის დაცული (საერთო ჯამში, 1 327,8 ჰექტარი). ასევე  მოეწყო 2 მცირე ზომის სანერგე მეურნეობა ქალი ფერმერებისთვის, სადაც დაინერგა კონტეინერული წესით ნერგების გამოყვანა.

 აღნიშნული შეხვედრა გაიმართა   სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზრის ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის (AMMAR) პროექტის ფარგლებში.  

ამავე პროექტით მომზადდა “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების შესახებ“ კანონის პროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (Regulatory Impact Assessment - RIA) ანგარიში.

შეხვედრაზე ბენეფიციარი ფერმერების მონაწილეობით ასევე განიხილეს და შეაჯამეს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში  ქარსაფარი ზოლების გაშენების შედეგები, მიღწეული წარმატებები და არსებული გამოწვევები. პროექტის საბოლოო მიზანია  მწვანე სოფლის მეურნეობის ინიციატივის ხელშეწყობა სოფლის მდგრადი განვითარებისთვის.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics