|
2019-02-26 12:35:54, 1343 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სებ-ის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა
"ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით განაცხადა. გვენეტაძის თქმით, რეგულატორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ასეთი ტიპის განხილვები საერთაშორისო პრაქტიკაში არ მომხდარა. „თიბისი ბანკთან“ ერთად, რომლის რეგულატორიც ჩვენ ვართ, ისევე როგორც სხვა ბანკებისა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ ეროვნულ ბანკს და „თიბისი ბანკს“ შორის დავები არ არსებობს. გარკვეულწილად, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი და მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რასაც შეიძლებოდა ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან ვზრუნავ ბანკსა და ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ არ გაკეთდა განცხადება „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია. ამის შემდეგ კი ჩვენ დამატებით ძალიან ნათელი და დეტალური ინფორმაცია მივეცით, სადაც აბსოლუტურად ნათელი იყო შეფასება იმის, რაც გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ვფიქრობ, ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. მე არ მახსოვს ასეთი პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)