23:04 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 10:46:35, 878 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის ინიციატივით, სამშენებლო მტვრის წარმოქმნის კონტროლი მკაცრდება

საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის ავტორობით მომზადებული კანონპროექტის განხილვას იწყებს, რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება.

როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე აცხადებს, კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს არეგულირებს. 

"ძალიან გვიხარია, რომ იწყება მერიის მიერ მომზადებული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა,  რომელიც ამტვერებადი მასალით ჰაერის დაბინძურების კონტროლს ეხება. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტს მხარდაჭერისთვის, რადგან თბილისის მერის კახი კალაძის ინიციატივა უკვე დაძრეს, როგორც საკანონმდებლო ცვლილება. კანონპროექტი ძალიან ბევრ მიმართულებას არეგულირებს, მათ შორის, ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესს, საშენი მასალის სველი მეთოდით დამუშავებას, მშენებლობებისას შენობის შეფუთვის ვალდებულებას და ა.შ. საერთოდ ახალი მუხლები ჩნდება კანონმდებლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველოს სამართლებრივ სისტემაში, მშენებლები ვალდებულნი იქნებიან, მშენებლობის დროს შეფუთონ შენობები, რათა ამტვერება არ იყოს გამოწვეული მშენებარე ობიექტებიდან. ვფიქრობთ, ეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მერიის ავტორობით იქნა მომზადებული და პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი, საგაზაფხულო სესიაზე უკვე მიღებული იქნება, რისთვისაც მადლობას ვუხდით პარლამენტს,"- განაცხადა მაია ბითაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics