|
2019-02-25 19:03:11, 1995 ნახვა
ეკონომიკა
ქობულია: კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებებს მოიცავს, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება
„ღია დიალოგი ბიზნესთან" - ეს არის ძალიან სასარგებლო პლატფორმა, სადაც გულახდილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ბიზნესს მიაჩნია მნიშვნელოვნად და ასეთი საკითხების სწრაფად გადასაჭრელად ესაჭიროება მთავრობის მხარდაჭერა“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ბიზნესფორუმზე განაცხადა, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეული მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტს სახელწოდებით „ღია დიალოგი" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. გიორგი ქობულიამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. პროგრამა მოიცავს სამ მნიშვნელოვან მიმართულებას, ესენია: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის, პროფესიული განათლება და სახელმწიფო ქონების მიზნობრივი გასხვისება. მინისტრის შეფასებით, სამივე მიმართულება ძალიან დიდ როლს შეასრულებს როგორც ბიზნესის წახალისების, ისე სამეწარმეო და ბიზნესკულტურის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში. „თქვენ იცით, რომ დღეს ბიზნესის ფინანსებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რისთვისაც მთავრობას აქვს როგორც საგრანტო, ასევე პროცენტების დაფინანსების პროგრამები. მათ აპრილიდან დაემატება მესამე მიმართულება - ეს არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მთავრობის თავდებით, როდესაც კომპანიებს არ გააჩნიათ კრედიტის უზრუნველყოფისთვის საკმარისი რესურსი. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი და ასე შემდეგ" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. მეორე მიმართულება, რაზეც მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა, არის პროფესიული გადამზადების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. „უკვე იქმნება ინფრასტრუქტურა, რომ წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანის გადამზადება განვახორციელოთ და თქვენ გქონდეთ თქვენს საწარმოებში მეტი პროფესიული კადრის მოზიდვისა და დასაქმების შესაძლებლობა" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად განმარტა კომპლექსური პროგრამის მესამე კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მიზნობრივ გასხვისებას გულისხმობს. „სახელმწიფოს აქვს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება და ის უნდა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ ვქმნით მთელ რიგ მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატია და ბიზნესისთვის საინტერესო ქონების საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სწრაფად. შედეგი, რაც აქედან უნდა მივიღოთ, არ არის მხოლოდ ბიუჯეტის შევსება, ჩვენ გვსურს, რომ ქონება ჩართული იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში“, - აღნიშნა ქობულიამ. ფორუმზე, რომელსაც 200-მდე მეწარმე ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და იმსჯელეს ბიზნესის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე. მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, მთავრობის წარმომადგენლებისთვის უშუალო დიალოგის ფორმატში მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებსა და მთავრობის გეგმებზე.
(NS)
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)