|
2019-02-24 13:16:30, 1413 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია 2000 წელს დაბადებული შ.ს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 9 იანვარს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში მდებარე მაღაზიის კედელი დააზიანა, უკანონოდ შეაღწია შენობაში, 2100 ლარი, სხვადასხვა დასახელების სიგარეტი, ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შ.ს., მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს, მოგვიანებით კი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების და მოპარული ფულის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - ძალაყინი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, სადგომში ან საცავში უკანონოდ არაერთგზის შეღწევის გზით ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)