01:10 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-24 12:46:48, 1339 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ბაკურიანში მომხდარი ქურდობის 9 ფაქტი გახსნა - მხილებულია 4 არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაკურიანში მომხდარი ქურდობის რამდენიმე ფაქტი გახსნეს. 9 დანაშაულში მხილებულია 4 არასრულწლოვანი: 2002 წელს დაბადებული ა.მ., 2005 წელს დაბადებული გ.თ., 2006 წელს დაბადებული ლ. კ. და 2004 წელს დაბადებული ნ.მ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა მიმდინარე წლის 18-20 თებერვალს დაბა ბაკურიანში მაღაზიები, სილამაზის სალონი, სანოტარო ბიურო და ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებული სათამაშო აპარატები გაქურდეს. მათ ასევე სცადეს მეორე სანოტარო ბიუროს გაქურდვაც.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენაში ამხილა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს ნაქურდალი ნივთები, მათ შორის კომპიუტერული ტექნიკა.

ხუთივე არასრულწლოვანი ქურდობის 9-ვე ფაქტს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics