14:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 20:22:58, 343 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა სტიქიის დროს დაშავებული პატრულ-ინსპექტორი მოინახულა

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ცინარიძემ, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს შალვა ბარელაძესთან ერთად, მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის დროს დაშავებული პატრულ-ინსპექტორი ლევან კაპანაძე მოინახულა და გამოჯანმრთელება უსურვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივნისს, სტიქიის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, პატრულ-ინსპექტორები - ლევან კაპანაძე და ლევან ნათიძე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ და მდინარე ვერეს ხეობაში ე.წ. ახალ გზაზე მოძრაობდნენ. მათ შენიშნეს, რომ ძლიერი წვიმის გამო მოქალაქეებს დახმარება ესაჭიროებოდათ. გზის სავალი ნაწილი თანდათან წყლით ივსებოდა. პატრულ-ინსპექტორებმა ოპერატიულად დაიწყეს მოქალაქეების ავტომანქანებიდან გადმოყვანა და მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა. მგზავრებს შორის იყვნენ ბავშვები, ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალბატონი. საჭირო გახდა ფეხმძიმე ქალბატონის ავტომანქანით უსაფრთხო ადგილზე დაუყოვნებლივ გადაყვანა. პატრულ-ინსპექტორმა ლევან კაპანაძემ მიიღო გადაწყვეტილება, ქალბატონი საშიში ზონიდან საპატრულო ავტომანქანით გაეყვანა. როდესაც პატრულ-ინსპექტორი ავტომანქანით ცდილობდა ფეხმძიმესთან მიახლოებას, სწორედ ამ დროს, მოვარდნილმა წყალმა იგი ავტომანქანასთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცა. ორსულ ქალბატონს და სხვა მოქალაქეებს ადგილზე ოპერატიულად მისულმა პატრულებმა და მაშველებმა აღმოუჩინეს დახმარება.

დაკარგულ პატრულ-ინსპექტორს და საპატრულო მანქანას კოლეგები და მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ლევან კაპანაძე ძლიერმა დინებამ ავტომანქანიანად „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხევში ჩააგდო. დროულად მოხერხდა ხევიდან პატრულ-ინსპექტორის ამოყვანა. ლევან კაპანაძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მის ჯანმრთელობას ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics