15:20 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 15:54:17, 1228 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია “ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, მისი გადაწყვეტილების მიზეზი დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის პოზიციაა.

"6 თვის წინ დავასრულე ამ კანონპროექტზე მუშაობა, რამდენჯერმე ვთხოვე უმრავლესობას, რომ იქნებ შევიკრიბოდ, გავიაროთ ეს საკითხი, ერთხელ იყო მხოლოდ შეკრებვა ქუთაისის პარლამენტში 20 წუთით. მთავრობასთანაც გავლილი მაქვს ეს კანონპროექტი, ახლა პარლამენტის ჯერი იყო. პარლამენტმა უმრავლესობით სამწუხაროდ მხარი არ დაუჭირა, მაგრამ მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის რომელმაც გაათვითცნობიარა ამ კანონპროექტის უპირატესობა. ეს არის სწორედ ის პოლიტიკური საკითხი, რომელიც ჩვენ გვყოფს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, მან პარტია "სოციალ-დემოკრატების" რიგებიც დატოცა. კითხვაზე - ხომ არ აპირებს თავისი პარტიის ჩამოყალიბებას, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი არ არის. 

"არ არის ამ შემთხვევაში საუბარი პარტიის შექმნაზე. ვტოვებ პარტიას იმიტომ რომ მგონია, რომ უფრო მეტს გავაკეთებ ვიდრე პარტიის შიგნით", - დასძინა დეპუტატმა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საპენსიო სისტემაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებაზე თანხმობა 42-მა დეპუტატმა დააფიქსირა, 10 კი, წინააღმდეგი იყო.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics