09:48 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 19:53:04, 1065 ნახვა

კომენტარი
ბესელია - ირაკლი კობახიძემ კოლეგები დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც თავად იცავს

„ყველასგიდასტურებთჩემ პატივისცემას იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არ ჩავთვლი, რომ არის იდეალების ერთგული და ღირებულებების დამცველი, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, მანამდეც ვიყავით ერთად“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.

მან თანამოაზრეებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო ბოდიში მოუხადა.

„ალბათ ბოლოჯერ მიწევს გამოსვლა უმრავლესობის სახელით ამ ტრიბუნიდან. მე გთხოვთ ბოლომდე მოისმინოთ ის რისი თქმაც მინდა. მინდა დავიწყო იმით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაასრულა თავისი გამოსვლა. მისი გამოსვლის ბოლო წინადადება, პირველ რიგში იყო შეურაცხყოფა იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს ამ ხნის განმავლობაში. მე მინდა ყველას, ვინც იბრძოდით და იბრძვით იმ იდეალებისთვის, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში, მადლობა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად იმ სიტყვების გამო, რითიც მან დაასრულა გამოსვლა. დღეს თურმე ამ გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემა არის ტოლფასი, ვიქნებით თუ არ ვიქნებით ერთად. ეხლა სხდომა მიყავს იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც, ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ.  ამ დარბაზში ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია. მე ყველას ჩემ პატივისცემას გიდასტურებთ იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არ ჩავთვლი, რომ არის იდეალების ერთგული და ღირებულებების დამცველი, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, მანამდეც ვიყავით ერთად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics